вторник, 20 апреля 2010 г.

გაზაფხული


პროექტის სახელი: გაზაფხული
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეებმა მოიძიონ ცნობები გაზაფხულის შესახებ, გამოიმუშაონ ინფორმაციის მოძიების, კვლევის, მოპოვებული ინფორმაციის დახარისხების, საინფორმაციო ტექსტის შედგენის უნარ–ჩვევები.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები აკვირდებიან გაზაფხულის შემოსვლას. ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებს, ახდენენ დაკვირვებას ეზოს, სკვერის, ტყის მცენარეებზე. ინიშნავენ დაკვირვების შედეგებს, აგროვებენ ინფორმაციას საგაზაფხულო სამუშაოების შესახებ, აკვირდებიან ამინდის ცვალებადობას. აკეთებენ ჩანახატებს, აგროვებენ გაზაფხულის მცენარეებს ჰერბარიუმისათვის. ბავშვები ჩაწვდებიან, თუ რამდენად ძნელია საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარება, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ ბუნებას.
მონაწილეთა ასაკი, კლასები: მე–4 კლასი, 9 - 10 წ.
ვადები: ერთი თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ძიება ინფომაციის, ფოტოების, მცენარეების, წყაროების შერჩევა, ჩანახატების გაკეთება, პროექტის გაფორმება. მოსალოდნელი შედეგები: გაუჩნდებათ სურვილი თვითონ დაამუშაონ მიწა, დათესონ, დარგონ და გაიგონ: რატომ მოუწოდებს პატრიარქი "თითოეულმა ადამიანმა 12 ხე დარგოს წელიწადში!" იმოგზაურონ ბუნებაში და დალაშქრონ ახლო– მახლო ადგილები.
სარგებელი სხვებისთვის:
მომავალი თაობა გაიზრდება პატრიოტი, მშობლიური ბუნების მოყვარული, მათი დარგული თუნდაც ერთი ხე შთამომავლობას დარჩება.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან, ეროვნულ–სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნებისმცოდნეობა, ხელოვნება, მუსიკა.


პროექტის ფასილიტატორი: მარინე ჩიქობავა

ფასილიტატორის ელ. ფოსტა: chikobava.mari@gmail.com